პანელური ბადისებრი ღობე


პანელური ბადისებრი (გამჭირვალე) ღობე - ხასიათდება მდგრადდობით, კოროზიისადმი მაღალი გამძლეობით და დაბალი წონით რაც მის მარტივად ინსტალაცია/დეინსტალაციის და გადაადგილების საშუალებას იძლევა. პანელური ბადისებრი (გამჭირვალე) ღობე იოლი გადაწყვეტილებაა ვისაც სჭირდება ტერიტორიის იზოლირება გარეშე პირთა შესვლისგან და პრობლემას არ წარმოადგენს ხილვადობის დაშვება.

  • Slide title

    Write your caption here
    Button
  • Slide title

    Write your caption here
    Button
  • Slide title

    Write your caption here
    Button

მახასიათებლები

გამძლე კონსტრუქცია

ადგილზე მიწოდება

კონსტრუქციის მონტაჟი ობიექტზე

Პარამეტრები

შესასვლელი კარი

სპეციალური ანკერული სისტემა

სპეციფიკაცია

სიმაღლე: 200cm

სიგანე: 343cm

სიღრმე: 14kg

ღობის აქსესუარები /კომპონენტები

ხშირად დასმული კითხვები

გაქვთ კითხვა? ჩვენ დაგეხმარებით.

  • შესაძლებელია თუ არა სარეკლამო ბანერის ღობეზე განთავსება?

    რა თქმა უნდა, შესაძლებელია ღობეზე სარეკლამო ბანერის განთავსება, მხოლოდ დამატებითი აქსესუარების ინსტალაციის შემდეგ.

  • რისგან შედგება პანელური ბადისებრი (გამჭირვალე) ღობე?

    მობილური ღობე შედგება სპეციალური დიზაინის ჩარჩოში ჩამაგრებული მეტალის ბადისგან და საყრდენი ფეხისგან, ასევე მოთხოვნიდან გამომდინარე შესაძლებელია დამატებითი ანკერების, სამაგრების, გორგოლაჭბისა და ანჯამების გამოყენებით მოძრავ კარებად გადაკეთება.

  • რა ზომები აქვს პანელს და რა არის მავთულის სისქე?

    მობილური პანელური ბადისებრი (გამჭირვალე) ღობის სიგანე 3,43 მეტრია და სიმაღლე 2 მეტრი.  ასევე გთავაზობთ პატარა პანელებს, 3,43 მეტრი სიგანისა და 1,2 მეტრის სიმაღლის. მყარი ფოლადის გალვანიზებულ ჩარჩოში ჩამონტაჟებულია  3,0 მმ სისქის მავთულის ბადე.

  • რა მოჰყვება მომხმარებლის მიერ ღობის კომპონენტების დაკარგვა ან დაზიანებას?

    როდესაც ხორციელდება ქირაობა, მომხმარებელს ვაწვდით შესაძლო რემონტის დეტალურ ფასს. თქვენ სრულად გეცოდინებათ შესაძლო დამატებითი ხარჯები.

  • ახორციელებთ თუ არა ტრანსპორტირებას, მონტაჟს და დემონტაჟს?

    დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად (საქართველოს მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ტეირორიებისა) ვახორციელბთ მიწოდებას მონტაჟს და დემონტაჟს. 

  • რა ტიპის საყრდენი გამოიყენება ღობის მონტაჟის დროს?

    სამონტაჟო დროის შემცირების მიზნით, რელიეფის ზედეპირიდან გამომდინარე ჩვენ ვიყენებთ PVC ან ბეტონის საყრდენ ფეხებს. PVC უფრო მსუბუქია, მაგრამ მაინც ინარჩუნებს სათანადო სიმტკიცეს და სტაბილურობის მახასიათებლებს. PVC ძირი უსაფრთხოა იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება დაიკაწროს/დაზიანდეს, მაგ. დარბაზები, საწყობები, საზოგადოებრივ ადგილები, მაღაზიები.

  • რა აქსესუარებს/კომპონენტებს გვთავაზობთ?

    გთავაზობთ დამატებით აქსესუარების ფართო სპექტრს, საყრდენები, ანკარები, ანჯამები, ბორბლები და სხვა  რაც გაამარტივებს ინსტალაციის პროცესს. დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ.

  • შემიძლია ვიქირაო ღობე დამატებითი ჩამაგრების აქსსესუარებით?

    ჩვენ გთავაზობთ გამაგრებულ Mobilt ღობეს დამატებითი განივი სტაბილიზაციის მილით ან Mobilt მრგვალი კუთხის სამაგრი ფორმის მილისა და კუთხის გამაგრებით.

  • რა ტიპის სამაგრები გამოიყენება პანელურ ღობეზე?

    პანელეური ღობოეები დამზადებულია შედუღების გამოყენებით, რაც იძლევა სათანადო დამაგრების საშუალებას თუთიის საფარის დაზიანების გარეშე.

  • რა პირობებია საჭირო ღობის დასაყენებლად?

    ინსტალაცია ხორციელდება კომპანია ,,კი კი“-ს მიერ მოწოდებული ინსტალაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად. შპს ,,კი კი“-ს მიერ. მონტაჟის შემთხვევაში, დამკვეთი ვალდებულია მოამზადოს მონტაჟის ადგილი, ყველა საჭირო ნებართვა, მისასვლელი გზა, მანქანის პარკირების სივრცე, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კომპანიის ინვენტარის უსაფრთხოება.

  • კომპანია კი კი-ს თანამშრომლები გადმოტვირთავენ თუ არა მიტანილ ინვენტარს?

    თუ თქვენ ქირაობთ ჩვენს საქონელს ინსტალაციის გარეშე, ჩვენ არ გთავაზობთ საქონლის დატვირთვა/გადმოტვირთვას.

  • რა ხდება ღობის კომპონენტების დაზიანება/დაიკარგვის შემთხვევაში?

    დამკვეთი პასუხისმეგებელია უზრუნველყოს ინვენტერის დაცვა ქურდობისგან, ვანდალიზმისგან ან სხვა რაიმე სახის ხელყოფისგან. დაკარგული/დაზიანებული კომპონენტების ხარჯები გამოითვლება სარემონტო ფასების სიის გამოყენებით.

  • პროდუქტი სერტიფიცირებულია?

    პროდუქტს გააჩნია მწარმოებლის ხარისხის კონტროლის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია TÜV SÜD-ის მიერ და ადასტურებს EN 1090 სტანდარტის შესაბამისობას. მოცემული ინვენტარი აკმაყოფილებს ევროპის რეგულაციის No305/2011 (CPR) მოთხოვნებს. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად წარდგენილი იქნება ყველა ზემოთაღნიშნული დოკუმენტაცია.

  • პანელური ბადისებრი ღობის უპირატესობა დახურული ტიპის ღობის მიართ მხოლოდ ფასია?

    პანელური ბადისებრი  (გამჭირვალე) ღობე შეიძლოა ყველგან დამონტაჟდეს დამატებითი ანკერული დამაგრების (ზედაპირზე ჩაბაგრების) საჭიროების გარეშე.

ბიო ტუალეტი

კიდეების დაცვა

Share by: